LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, სენატორების ვიზიტის შემდეგ, ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება: ზალკალიანი

69
Capture

“ამერიკის ლიდერობის და მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ნატო-ში ინტეგრაცია რომ რთული პროცესია, მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სენატის მხრიდან გვქონდეს მხარდაჭერა.” – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აღნიშნავს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, ქვეყანას ბევრი პრაქტიკული ხელშესახები შედეგი ექნება.

ამერიკელი სენატორები თბილისში არიან – ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში 4 ივნისამდე დარჩებიან

როგორც ზალკალიანი აცხადებს, ძალიან ბევრი საკითხია, მათ შორის რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან, მათ შორის სენატორებთან, მუდმივ კოორდინაციას მოითოვს:

“ძალიან მნიშვნელოვანია სენატის დელეგაციის ვიზიტი. ეს არის კიდევ ერთი დასტური ორპარტიული მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს აქვს. მოგეხსენებათ, რომ ამერიკასთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, რისი დასტურიც არის მხარდაჭერა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი შტოს მხრიდან. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის წინ გვქონდა საქართველოში სენატორების ვიზიტი, სენატორებიც, რომლებიც მართლაც ჩემპიონები არიან საქართველოს მხარდაჭერაში. არაერთი რეზოლუციაა მათი მხრიდან ინიცირებული. ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკა, რომელიც მოითხოვს ჩვენს მუდმივ კოორდინაციას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მათ შორის სენატორებთან, ასევე, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ამერიკის ლიდერობის და მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ნატო-ში ინტეგრაცია რომ რთული პროცესია, მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სენატის მხრიდან გვქონდეს მხარდაჭერა. ისეთი გავლენიანი სენატორების მხარდაჭერა, რომლებიც დღეს თბილისში არიან, ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ჩვენ ამის მოლოდინი გვექნება მომავალშიც. რა თქმა უნდა, ბევრ თემას შევეხებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რეფორმებს. ამერიკა მხარს უჭერს რეფორმების შეუქცევადობას, მის განგრძობითობას. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შემდეგ, მომავალში, ბევრი პრაქტიკული ხელშესახები შედეგი გვექნება.” – თქვა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები თბილისში არიან. დელეგაცია დემოკრატ ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელ რობ პორტმანის ხელმძღვანელობით, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

mazda magti 5g