უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ დარწმუნებულია, ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მონიტორინგის შესაძლებლობა ჰქონდეს.
დეპუტატი ამბობს, რომ სწორი არ არის აღნიშნულ საქმეებზე აპელირება, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და რაიმე წინასწარი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება.
მისივე თქმით, როცა საქმე ეხება არასრულწლოვანებს, აუცილებელი არ არის, ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა და მონიტორინგის შესაძლებლობა, მაგრამ სახალხო დამცველს და სოციალურ მუშაკებს აქვთ უფლებამოსილება, მონიტორინგი განახორციელონ:
“სწორი არ არის ამ საქმეებზე აპელირება, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და რაიმე წინასწარი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის პანსიონატში სათანადო პირობებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდეც. იცით, რომ პანსიონატში სოციალური მუშაკი იმყოფებოდა. დარწმუნებული ვარ, ყველას შესაძლებლობა ექნება, გაეცნონ, იქ არსებულ პირობებს. შესაბამის ინსტიტუტებს წვდომა უნდა ჰქონდეთ.
როცა საქმე ეხება არასრულწლოვანებს აუცილებელი არ არის, ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა და მონიტორინგის შესაძლებლობა, მაგრამ სახალხო დამცველს, სოციალურ მუშაკებს აქვთ უფლებამოსილება, მონიტორინგი განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველს ამის შესაძლებლობა ექნება. პანსიონატის ხელმძღვანელობის მხრიდან სკეპტიციზმი იყო ცალკეული ინსტიტუტების მიმართ. ეს გაუგებრობა გაირკვევა და ყველას შესაძლებლობა ექნება, მონიტორინგი განხორციელდეს. ეკლესიასთან მოწესრიგებული ურთიერთობა გვაქვს, იცით, რომ არსებობს კონკორდატი, რომლის ჩარჩოებში მიმდინარეობს ურთიერთობა.” – თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.
ამავე თემაზე:
ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე
ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”
დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე