LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივლისს “თბილისი პრაიდი” ღირსების მარშს გამართავს

78
Untitled design

“გამოდი სოლიდარობისთვის” – ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდი” “ღირსების მარშს” გამართავს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს, 1-დან 5 ივლისის ჩათვლით, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება – მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გაიმართება მუსიკალური ფესტივალი.

“ღირსების მარშის” ორგანიზატორები მთავარ გზავნილზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა ისაუბრონ და საზოგადოებას და სახელმწიფოს საკუთარი ხმა გააგონონ.

“თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები იმ მოთხოვნებსაც ახმოვანებენ, რომლითაც სახელმწიფოს მიმართავენ:

◼  მათი განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფომ აწარმოოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა.

◼  შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად.

◼  გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი.

◼  დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა.

ცნობილია, რომ პრაიდის კვირეულს “სირცხვილია” და “ქალთა მოძრაობა” უერთდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g