LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაინცდამაინც უნდა მოკვდეს რომელიმე მოშიმშილე, რომ მერე სამძიმრის განცხადებები გააკეთოთ?!“ – ანა ნაცვლიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს შუქრუთის მოშიმშილეებზე

82
ანა ნაცვლიშვილი

ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შუქრუთელ მოშიმშილეებთან დაკავშირებით მიმართა და თქვა, რომ ჭიათურაში სახელმწიფო არ არსებობს, ეს ადამიანები კი კომპანიას შეატოვეს.

„მაინცდამაინც უნდა მოკვდეს რომელიმე მოშიმშილე, რომ მერე სამძიმრის განცხადებები გააკეთოთ?!“ – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა დეპუტატებს.

როგორც მან აღნიშნა, მოშიმშილეებს საცხოვრებელი სახლები ენგრევათ და ამაზე, დღემდე, არცერთ ოფიციალურ უწყებას პასუხისმგებლობა არ აუღია.

„რას ელოდებით? ამ ადამიანებმა ღიად თქვეს, პირის ამოკერვაზე უფრო მტკივნეული დუმილია, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან  ვიღებთ და ხელებდაბანილი პოზიციაო. ეს ადამიანები მარტო არიან შეტოვებული ვითომ კომპანიას, რომელიც მათი ჯანმრთელობით, სიცოცხლით ვაჭრობს, იღებს მილიონებს.

ამ ადამიანებს საცხოვრებელი გარემო ენგრევათ, საცხოვრებელი სახლები ენგრევათ და ამაზე, დღემდე, არცერთ ოფიციალურ უწყებას პასუხისმგებლობა არ აუღია. დიახ, ჭიათურაში სახელმწიფო არ არსებობს, მომსახურების ზონიდან გასულია,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მიწაში ჩაფლული სახლები და პირამოკერილი ქალები – შუქრუთელები უიმედო დახმარების მოლოდინში

 

mazda magti 5g