LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს – „საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა“

138
Saqara

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების ადვოკატებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ამის შესახებ ინფორმაცია მსჯავდებულების ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა „ფორტუნას“ დაუდასტურა.

„სააპელაციო სასამართლოში განცხადება ორი თვის წინ შევიტანეთ. განხილვები გუშინ დაიწყო. თუ სააპელაციო სასამართლომ არ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, საქმე უზენაეს სასამართლოში წავა. თუ მაშინაც არ მივიღეთ სასურველი შედეგი, ექვსი თვე გვექნება იმისთვის, რომ მოვემზადოთ და საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს“. – აცხადებს ვასილ მამულაშვილი „ფორტუნასთან“.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გამოუტანეს განაჩენი და დარწმუნებულია, რომ ევროპულ სასამართლოში, ცალსახად დადგინდება კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა”.

შაქარაშვილის საქმის განაჩენი – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g