LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ

308
pjimage

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატები საქმეს ჩამოშორდნენ და ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ.

გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა, რაც გაგნიძის ადვოკატებმა: ალექსანდრე კობაიძემ, ვასილ მამულაშვილმა და გიორგი გელხაურმა გააპროტესტეს.

მათ გაუთქმელობის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, ამიტომ საქმეს ჩამოშორდნენ.

ადვოკატები პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ მიმდინარე საქმისთვის იქნება დამაზიანებელი, არამედ სახიფათო პრეცედენტსაც შექმნის, ამიტომ სამართლებრივად იდავებენ პროკურატურასთან.

“ეს უკანონო გადაწყვეტილება სწორედ იმას ემსახურება, რომ მათ არ სურთ მედიაში და საზოგადოებაში გავრცელდეს ის რეალური ინფორმაცია, რომელიც საქმეში არსებობს და თავზე მოახვიონ მათ შორის საზოგადოებას, ინფორმაცია, რომელიც არ გამომდინარეობს მტკიცებულებებიდან”, – ამბობს მამულაშვილმა.

ბრალდებულის ახალ საზოგადოებრივ ადვოკატს, საქმის მასალები უკვე გადაეცა.

 

პოპულალურები