LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევა და დაწინაურება ობიექტური, გამჭვირვალე და გამოცდილებაზე დაფუძნებული კრიტერიუმებით ხდებოდეს: ევროკავშირის წარმომადგენლობა

56
e4fc3a05-705d-44f7-837f-ca44415f5da5

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს მართლმსაჯულების სექტორში თანამშრომლობა წარმოადგენს და ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი 19 აპრილის დოკუმენტიც „ამბიციური“ და „ფართომასშტაბიანი“ რეფორმების „ინკლუზიური“ პროცესის მეშვეობით გატარებას ისახავს მიზნად. – ამის შესახებ “ფორტუნას” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირი, მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მეშვეობით, ხელს უწყობს ქართული მართლმსაჯულების დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან და სისტემის ხელმისაწვდომობის, ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის პროცესში.

როგორც განცახდებაშია აღნიშნული, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „სასამართლოს მხარდაჭრის პროექტის“ ძირითადი ფოკუსი რეფორმების მე-3 და მე-4 ტალღების სრულად დანერგვაზე იყო მიმართული, რაც, ძირითადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გამჭვრივალობის გაზრდას, პროცედურების დახვეწას და დასაბუთების სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევა და დაწინაურება ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების კრიტერიუმებით ხდებოდეს.

“დამოუკიდებლობის, ეთიკის და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება სასამართლოში ევროკავშირის მომავალი მხარდაჭერის პრიორიტეტად რჩება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევა და დაწინაურება ობიექტური, გამჭვირვალე, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაბუძნებული შეფასების კრიტერიუმებით ხდებოდეს. ასევე, დღის წესრიგის პრიორიტედად რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნების სამართლებრივი დასაბუთების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.” 

დღეს, ევროკავშირის “სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

საქართველოში ევროკავშირის წარმოამდგენლობის ინფორმაციით, „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის” ფარგლებში, ორგანიზაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, პარლამენტთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საერთო სასამართლოებთან, იუსტიციის სამინისტროსთან, გენერალურ პროკურატურასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g