LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორსაა, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: ვიოლა ფონ კრამონი

95
ვიოლა ფონ კრამონი

“ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იყოს ეს მიზანი მიღწეული. განსაკუთრებით, როდესაც ყველაზე პრო-ევროპულ, პრო-ტრანსატლანტიკურ ფიგურებს საპასუხისმგებლო პოზიციებიდან აგდებ, ძალიან ძნელია იმის აღიარება, რომ ამის მიღწევა შენთვის სერიოზული მიზანი ან საკითხია,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.

IPN-ს შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად რეალისტურად აფასებენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, რომ ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ წევრობამდე ძალიან შორია.

„ეს განცხადებები ალბათ, მმართველი პარტიის მიერ იმის არცოდნას უკავშირდება, თუ რას ველით მათგან. ვისურვებდი, ბევრად ახლოს ვიყოთ. მაგრამ ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან საუბრიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ გულწრფელად, საქართველო წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ – ეს ჩემი შთაბეჭდილება იყო,”- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ბევრჯერ ეწვია, შთაბეჭდილება დარჩა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ევროპარლამენტარის შეფასებით, ნათელი არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მთავრობაში და პარლამენტში, ბევრი სტრუქტურა აღარაა ისეთი გამჭვირვალე, როგორც ადრე იყო.

“ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იყოს ეს მიზანი მიღწეული. განსაკუთრებით, როდესაც ყველაზე პრო-ევროპულ, პრო-ტრანსატლანტიკურ ფიგურებს საპასუხისმგებლო პოზიციებიდან აგდებ, ძალიან ძნელია იმის აღიარება, რომ ამის მიღწევა შენთვის სერიოზული მიზანი ან საკითხია.

ვგულისხმობ, რომ ძალიან მომწონდა ბრიუსელში თქვენი ყოფილი ელჩი, ნატალი (საბანაძე) – მან სწორად დაწერა, რომ ევროკავშირის მიმართ მისწრაფებაზე საუბარი საკმარისი არ არის. ვგულისხმობ, რომ ამასთანავე, გარკვეული ქმედებებიც უნდა განახორციელო. ჩემი გადმოსახედიდან, რაც გვაკლია, ეს ყველაზე ცოტა, რეალური მოქმედებაა,” – აღნიშნა კრამონმა.

ევროპარლამენტარის აზრით, „ქართული ოცნების“ და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადებები გაკეთდა, ასევე ბევრი როტაციაა სამინისტროების კუთხით.

“ადამიანები მოდიან და მიდიან, შესაბამისად, საქართველოს დიდი პარტიიდან რეალურად ვერ ხედავ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა იყოს ეს მიზანი მიღწეული. შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, ყველას გვაქვს სურვილი, რომ საქართველო სხვა მიმართულებაზე დამდგარი გვენახა, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით, ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილების მზაობით, და ა.შ.

უნდა ვთქვა, მაქვს ჩემი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა წევრობაზე განაცხადის გაკეთება სერიოზულად იქნებოდა აღქმული მინიმუმ, ევროპული პარლამენტის მხრიდან. მაგრამ ეს ჩემი ძალიან პირადი შეფასებაა“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნულ საკითხზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას ისაუბრა.

ევროპა დაიღალა, მაღალი დონის ვიზიტებისა და მედიაციის მიმართულებით დაუსრულებელი შეთავაზებები არ იქნება: მარინა კალიურანდი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები