LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ შევთანხმებულვართ ამნისტიის კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელიც ტაშით დაამტკიცეთ: სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

41
სამადაშვილი

„შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ამნისტიის შესახებ ჩანაწერი შარლ მიშელის დოკუმენტში ერთადერთი მიზნით გაკეთდა და ეს მიზანი ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა იყო“,– ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და უმრავლესობის წევრებს ამნისტიის კანონპროექტის შესახებ მიმართა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რას დაუკარეს ტაში მაშინ და რას უკრავენ მეორეჯერ, თუ იმ კანონპროექტს, რომელიც მიშელის შეთანხმებას აცდენილია, მხოლოდ უმრავლესობა მიიღებს.

„დღეს უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ვეთანხმები ბევრ რამეს, რაც ჩემმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა თქვეს და მეორე მხრივ, მიწევს დავეთანხმო იმას, რაც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა.

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ შარლ მიშლის დოკუმენტს შემოუერთდა თუ არ შემოუერთდა ოპოზიციის ნაწილი, შემიძლია გითხრათ და დაგიდასტუროთ იმ ოპოზიციის სახელით, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელიც პირველი მოსმენის შემდეგ ტაშით დაამტკიცეთ.

ჩემთვის გაუგებარი იყო იმ დღეს და გაუგებარია დღესაც, რას დაუკარით ტაში და რას უკრავთ ტაშს მეორეჯერ – თუ ისევ მარტო უმრავლესობა მიიღებს იმ კანონპროექტს, რომელიც  აცდენილია, როგორც მიშელის შეთანხმებას, ასევე იმ სულისკვეთებას, რომ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე აქ, ამ დარბაზში კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მივიღოთ?“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა და უმრავლესობას მოუწოდა – ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენა გამოიყენონ, რათა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის აღნიშნულ კანონპროექტზე პოზიციების დაახლოება მოხდეს.

იმედი მაქვს, “ქართული ოცნება” გაითვალისწინებს, რომ მათი ამნისტიის პროექტი მიშელის შეთანხმებას აცდენილია: ჯაფარიძე

ამნისტიის კანონპროექტებში დიდ სხვაობას ვერ ვხედავ – ვერ გეტყვით, რატომ კამათობენ და ამდენი ენერგია რატომ დახარჯეს: ალეკო ელისაშვილი

 

magti 5g