LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოიდგინეთ, მოქალაქეების გადასახადებიდან 6 მლნ ლარი შესაძლოა, მოხმარებოდა ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე: თალაკვაძე

71
1598008564-191967

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს პარტიების დაფინანების სისტემაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ხოლო დაფინანსების სისტემა სრულიად გამჭვირვალეა.

მისივე თქმით, დღეს ბევრი მოქალაქე ფიქრობს, თუ რატომ უნდა დააფინანსოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მათ პარლამენტში მუშაობისთვის აირჩიეს, მაგრამ ისინი უარს აცხადებენ საკუთარი ფუნქციების შესრულებაზე.

ხელისუფლება ცდილობს, დაფინანსების შეწყვეტით დასაჯოს ოპოზიციური პარტიები – ბოტკოველი

„ჩვენ ვითვალისწინებთ განწყობებს და იმ ლეგიტიმურ არგუმენტებს, რომელიც არაერთ მოქალაქეს აქვს ჩვენს ქვეყანაში, საუბარი გახლავთ პარტიებზე, რომლებიც შესაძლოა, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. 6 მილიონიან დაფინანზეა საუბარი, წარმოიდგინეთ მოქალაქეების გადასახადებიდან 6 მილიონი ლარი არსებული კანონმდებლობით შესაძლოა, მოხმარებოდა ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აირჩიეს მოქალაქეებმა, მაგრამ მათ უარი თქვეს პარლამენტში საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე“. – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტი დღეს ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმადაც პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს.

ცნობისთვის, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, რადგან არაფრის კეთებაში დეპუტატები ფულს არ უნდა იღებდნენ.

არხეინი ცხოვრება, ხელფასის მიღება სწორი არ არის – ელისაშვილი დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარს დაუჭერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g