„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
„ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა“ .- ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ელისაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკა არის ხალხის სამსახური.
პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და პრივილეგიებს კარგავს - პარლამენტში დღეს ცვლილებებს განიხილავენ
საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.
„ცვლილებებს მხარს დავუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემთვის პოლიტიკა არის ხალხის სამსახური. როცა ხალხი გირჩევს, მანდატს გაძლევს და პარლამენტში არ შედიხარ, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსებას იღებ, ასე არ უნდა ხდებოდეს.
ეს წესი 2022 წლიდან გავრცელდება, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ ახლა გავრცელების მომხრეც ვარ. ანუ, რას ნიშნავს, აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ და გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ, იმ ფულზე და ხელფასზეც თქვი უარი. ეს იქნება სწორი. ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა. კეთილი ინებე და იმუშავე, რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა. არხეინი ცხოვრება, ხელფასის მიღება სწორი არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.