LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება ცდილობს, დაფინანსების შეწყვეტით დასაჯოს ოპოზიციური პარტიები – ბოტკოველი

60
botkoveli

„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

„ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, დასაჯოს ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არიან უმცირესობაში და ცდილობენ, დაფინანსების შეწყვეტით ან რაღაც პრივილეგიის დაკარგვით დაემუქრონ ოპოზიციას. ხელისუფლება შეეცდება, მიიღოს კანონები, რომელიც „კონკრეტული ოპოზიციური პარტიების რეპრესიებს და დასჯას უკავშირდება”. – აცხადებს ბოტკოველი.

მისი თქმით, მმართველი გუნდი შეეცდება, გააკეთოს ის, რაც ივანიშვილს სურს.

„ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ. ის, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის განსაზღვრული პოლიტიკური პარტიებისთვის, ამის შეზღუდვა იქნება არაკონსტიტუციური. ალბათ არც ამის მიღება არ გაუჭირდებათ, ისევე, როგორც „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის და ეცდებიან გააკეთონ ის, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს და არა იქ მჯდომ რომელიმე დეპუტატს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, რადგან არაფრის კეთებაში დეპუტატები ფულს არ უნდა იღებდნენ.

არხეინი ცხოვრება, ხელფასის მიღება სწორი არ არის – ელისაშვილი დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარს დაუჭერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები