ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაიჭრა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის მეხუთე საამართველოს პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა. 50 წლამდე მამაკაცს ჭრილობები ქვედა კიდურის არეში აღენიშნება.
ის საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.