LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bugatti–ს ახალი ჰიპერქარი Chiron Super Sport

302
bugattinews5

ექსკლუზიური მოდელი თავის თავში კომფორტსა და არნახულ სიმძლავრეს აერთიანებს

კომპანია Bugatti–მ ახალი ჰიპერქარი – Chiron Super Sport წარადგინა. ორკარიანმა მოდელმა უნიკალური აეროდინამიკური მონაცემები მიიღო და მთლიანობაში 9 ეგზემპლარად გამოვიდა. თითოეული ჰიპერქარის ფასი 3,2 მილიონი ევროა.

Chiron Super Sport–ის აგებისას ფრანგმა ინჟინერებმა ძარას ყველა ზედმეტი ელემენტი მოაშორეს და მაქსიმალურად სადა ფორმა მისცეს. ჰაერის ნაკადთან წინაღომის შესამცირებლად სპეციალისტებმა მოდელი მაქსიმალურად გააუმჯობესეს.

Chiron Super Sport–მა ალუმინის დისკები და სპეციალური საბურავები მიიღო, რომელსაც 500 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების ატანა შეუძლია.

სუპერქარი მოძრაობაში 1600 ცხენის ძალის W16, 8.0 ძრავს მოყავს. აგრეგატი 7 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშობს. Chiron Super Sport–ის მაქსიმალური სიჩქარე 440 კმ/სთ–ია და როგორც ბრენდის ხელმძღვანელი აცხადებს, ჰიპერქარი ტრანსკონტინენტული მოგზაურობებისთვის იდეალური ავტომობილია.

Chiron Super Sport–ის ტირაჟი მხოლოდ 9 ეგზემპლარს ითვალისწინებს, ანუ კუპე „ჩირონის“ ყველაზე ექსკლუზიური ვარიაცია იქნება. თითოეული ასეთი ავტომობილის ფასი 3,2 მილიონი ევროა, მყიდველები მოდელს 2022 წლიდან მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g