LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 წლის მუნტერ ომარ სალეჰს ტერორიზმის მხარდაჭერისთვის 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

41

ნიუ-იორკში მცხოვრებ 22 წლის მუნტერ ომარ სალეჰს ტერორიზმის მხარდაჭერისთვის და სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის 18-წლიანი პატიმრობა და 10-წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება.

გამოძიების ვერსიით, სალეჰი „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.

სალეჰი სხვა პირებთან შეთქმულებაში შევიდა, რათა ნიუიორკში ტერაქტი მოეწყო, მონაწილეობდა სამართალდამცველებზე თავდასხმის მცდელობაში, – განაცხადა გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ედვარდ ო’კალაგანმა.

სალეჰი და მისი თანამზრახველი, ფარიდ მუმუნი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საომრად წასვლას გეგმავდნენ.

სალეჰმა ყველა ბრალდება აღიარა. ის 2015 წლის ივლისში დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები