სომხური ავიაკომპანია Armenia ერევნიდან ბათუმის მიმართულებით სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. პირველი რეისი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველმა გუშინ განახორციელა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეისები ერევანი – ბათუმი – ერევანის მიმართულებით 22 ივნისამდე კვირაში 1 სიხშირით შესრულდება, ხოლო 22 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ფრენები კვირაში 2 სიხშირით (ორივე რეისი სამშაბათს) განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 11 ივნისს მიენიჭა.