LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკოტა ჯონსონი ჯეინ ოსტინის ლეგენდარული რომანის ეკრანიზაციაში – პირველი ფოტო

545
akotajonsonnews

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაკოტა ჯონსონი მონაწილეობას მიიღებდა ჯეინ ოსტინის რომანის „გონების არგუმენტების“ ახალ ეკრანიზაციაში. დღეს კი „ნეტფლიქსმა“ ლეგენდარული რომანის ეკრანიზაციის პირველი კადრები წარადგინა.

31 წლის დაკოტა ფილმში მთავარ პერსონაჟს, 27 წლის ენნი ლიოტს განასახიერებს, რომლის ოჯახი გაკოტრების პირასაა. წლების წინ მან ფრედრიკ ვენტვორტს ცოლობაზე უარი უთხრა, რადგან ის ხელმოკლე ოჯახიდან იყო. წლების მერე კი ახალგაზრდა მამაკაცის ფინანსური მდგომარეობა იცვლება და ახლა ის ბრუნდება.

ფრედრიკის როლს ფილმში კოსმო ჯარვისი ასრულებს. ფილმის რეჟისორი კერი კრენკლერია, რომლისთვისაც ეს პირველი ფილმია. ამ დრომდე კერი თეატრში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ჯეინ ოსტინის ცნობილი რომანის ბოლო ეკრანიზაცია 2017 წლით თარიღდება, სადაც მთავარ როლებს სალი ჰოკინსი და რუპერტ პენრი-ჯონსი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g