LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაინცდამაინც ჯარიმა უნდა გამოგვიწერონ, რომ პირბადე გვეკეთოს? – ენდელაძე განმარტავს საშიშია თუ არა სიცხეში პირბადის ტარება

809
marina endelaZe

რეკომენდაცია დარჩა, აკრძალვა მოიხსნა, – ქუჩაში პირბადის არტარებისთვის აღარ დავჯარიმდებით.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც კორონავირუსი კვლავ არის, აცრილები არ ვართ და პირბადის ტარებაც სავალდებულო აღარაა.

საქართველოში 1 ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება

ამ კითხვით „ფორტუნამ“ ინფექციონისტს, მარინა ენდელაძეს მიმართა:

„დადგა დრო, როდესაც ასე თუ ისე, რეგულაციები თანდათან უნდა მოიხსნას. მე ვფიქრობ, სავალდებულო თუ არ არის, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პირბადე მაინც გავიკეთოთ. მაინცდამაინც ჯარიმა უნდა გამოგვიწერონ, პირბადე რომ გვეკეთოს?

ადამიანები უნდა მივხვდეთ, რომ პირბადე ჯერ-ჯერობით გვჭირდება. მესმის, რომ ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება იმ მხრივ, რომ როდესაც არ გიკეთია პირბადე, არ  დასაჯონ ადამიანები. მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა, რომ დაისაჯოს და ვირუსიც არ დაემართოს, უნდა გაიკეთონ პირბადე“. – განმარტავს ენდელაძე.

ენდელაძის თქმით, მაშინ, როცა ინდური შტამის უკვე 20 შემთხვევაა დაფიქსირებული, მშვიდად ვერ ვიქნებით..

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პირბადით ვიყოთ.

სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მართლა ამდენი შეზღუდვა აღარ შეიძლება და გარკვეულწილად თავისუფლება საჭიროა, მაგრამ ჩვენ თვითონ უნდა მივხვდეთ, რომ ეს თავისუფლება შევიზღუდოდ და თუ დისტანცია დაცული არაა, პირბადე გავიკეთოთ.

ინდური შტამის გავრცელების საშიშროება არის, ამიტომ ჩემი პირადი აზრია, რომ იაროთ მაინც პირბადით.

თუკი ადამიანი  ქუჩაში მარტო მიდის, რა თქმა უნდა, არ სჭირდება, მაგრამ დისტანცია თუ არ არის დაცული, პირბადე უნდა გაიკეთოს“. – აღნიშნავს ენდელაძე.

კითხვაზე, რამდენად საშიშია 40 გრადუს ტემპერატურაზე პირბადის ტარება და რამდენად შეიძლება ამან გართულებები გამოიწვიოს, ინფექციონისტი პასუხობს:

„პირბადეს გარკვეულწილად ასე თუ ისე მივეჩვიეთ. ორგანიზმში თავისუფლად შესული ჟანგბადი უკეთესია. დიდ სიცხეში და მზეზე პირბადეც რომ არ გეკეთოთ და დიდხანს იყოს, 40 გრადუსსზე შესაძლოა, ადამიანი ცუდად გახდეს. პირბადეში ჰაერი შედის და ქვეყანას არ აქცევს. გადავიტანეთ შარშანდელი ზაფხული, გვეკეთა პირბადე. პირბადე რომც არ გეკეთოს, 40 გრადუსზე არ უნდა იყო“.

შეზღუდვები, რომელიც არ მოიხსნა – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g