LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილია, რომ აშშ-ში გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ტყუილია, რომ ისინი ერთ სასტუმროში ცხოვრობენ

72
ana buCukuri

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ, ტყუილია.

როგორც ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარია არც იმ სასტუმროში იმყოფება, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააფიქსირეს.

„ეს არის მმართველი პარტიის მორიგი ტყუილი. როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობენ იმ შეხვედრებზე, რაც ბატონ გახარიას ჰქონდა ბრიუსელში და ახლა უკვე ამერიკაში აქვს.

“არანაირი ინტერესთა კვეთა არ არსებობს, “ოცნებას“ აწყობს ახალი მითები გაუშვას” – უდუმაშვილი გახარია-სააკაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

სამწუხარო არის ის, რომ ამ შემთხვევაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-იც ჩართეს ამ ტყუილების ტირაჟირებაში.

ძალიან ვწუხვარ ამაზე. ესეც არის ტყუილი, რომ თითქოს ბატონი გახარია და სააკაშვილი ცხოვრობენ ერთ სასტუმროში. სასტუმროს დასახელება ნამდვილად არ ვიცი.

ტყუილია, რომ ბატონი გახარია შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და ტყუილია, რომ ისინი ცხოვრობენ ერთ სასტუმროში.

ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული შეხვედრები ჰქონდა ბატონ გიორგი გახარიას, როგორც ბრიუსელში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმეოდნენ – მდინარაძე სააკაშვილი-გახარიაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

ბევრი სერია ვნახეთ აქამდე ტყუილების და ეს, თუ არ ვცდები, მე-4 სერიაა, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან წამოვიდა. მმართველ პარტიას რომ აქვს პანიკა, ეს არის ფაქტი. საზოგადოებაც ღიმილით უყურებს ამას და „ქართული ოცნება“ ამას უკვე თავის პარტაქტივსაც ვერ აჯერებს. შეხვედრა არ შემდგარა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისათვის, “რუსთავი 2” – მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.

შუშის სასახლეში სააკაშვილთან შეხვედრას არ დააბრალებდნენ ივანიშვილს და მეტს არაფერს ვჩივი – ხაბეიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g