LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ჰოლანდიელ ტურისტთა დიდ ნაკადს უნდა ელოდოს

95

ჰოლანდიური გამოცემა Adformatie აქვეყნებს სტატიას სათაურით – Wie is de Mol-მა საქართველო ტურისტულ რუკაზე წარმოაჩინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, Wie is de Mol ცნობილი ჰოლანდიური რეალითი შოუა, რომლის მე-18 სეზონიც საქართველოში გადაიღეს.

როგორც გამოცემა წერს, ლოკაციების შესარჩევად ჩამოსული ჯგუფი საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებით აღფრთოვანდა და იმის ნაცვლად, რომ დაგეგმილი 5 ეპიზოდი ხორვატიაში გადაეღოთ, ათივე ეპიზოდის საქართველოში გადაღება გადაწყდა. გამოცემის თანახმად უახლოეს მომავალში საქართველო ჰოლანდიელ ტურისტთა დიდ ნაკადს უნდა ელოდოს. რეალითი შოუს მე-18 სეზონის ეთერში გასვლის შემდეგ, ვებ-გვერდი Cheaptickets.nl-ის მონაცემებით, საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების ჯავშნის რაოდენობა გაიზარდა 160%-ით, ინტერნეტით საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოძიების მსურველთა რიცხვი კი-103%-ით.

”ჰოლანდიური რეალითი შოუს მე-18 სეზონის საქართველოში გადაღება საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. გადაღებები ერთი წლის წინ დაიწყო და მიმდინარეობდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშიც. აღნიშნული შოუს პირველი ეპიზოდი ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 6 იანვარს გავიდა და მას 4 მილიონამდე მაყურებელი ჰყავდა“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g