LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია “საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის ოფისს ტოვებს

105
251871572

გიორგი გახარიას პარტიას – „საქართველოსთვის“ ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ. პარტიის რეგიონული ხელმძღვანელის განცხადებით, ფართის მეპატრონე, რომლისგანაც ოფისი აქვთ ნაქირავები, ხელშეკრულებას ვადაზე ადრე წყვეტს.

„სახელისუფლებო პარტია იქცევა ზუსტად ისე, როგორც ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს. ვისგანაც ოფისი ვიქირავეთ, მან დღეს გააკეთა განცხადება. ამ ადამიანთან გუშინაც კი გვქონდა კომუნიკაცია და ის ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისადმი. მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია. მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რაც მედიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რაც სისულელეა. მთელი რეგიონის მასშტაბით ვაპირებთ ოფისის გახსნას. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი სურვილისა, რომ ოფისი მოგვაქირაონ, ვერ ახერხებენ დაშინების და შანტაჟის გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება.

ჩვენ ამ ადამიანის გვესმის და ვუთანაგრძობთ. ჩვენ გავითვალისწინებთ მის რთულ მდგომარეობას და ოფისს დავტოვებთ. თუმცა ეს არ გახდება დამაბრკოლებელი, ეს ვერ გახდება მიზეზი, რომ მუშაობა შევაჩეროთ. თუ ყველა ადამიანს დააშინებენ რეგიონში რომ არ მოგვაქირაონ ოფისი, საკუთარ სახლებში გავხსნით ოფისს“,- განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g