LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება და პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი წესით მოქალაქეებმა აირჩიონ

130
ბექა ლილუაშვილი

„ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესა და უმრავლესობას მოვუწოდებთ, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ლილუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა თავად ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, თუმცა პრობლემის მოგვარების გზად მაკონტროლებლის როლში საზოგადოებას საკუთარი თავი შესთავაზა.

როგორია პარტიების რეიტინგი – Edison Research კვლევას აქვეყნებს

ლილუაშვილის განცხადებით, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია ერთი ადამიანი იყოს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტი.

„გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით.

გახარია: „ყველაფერი, რის გამოც გადავდექი, გამართლდა.. „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა“

„ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს“ - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

კერძოდ, დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.

ეს უზრუნველყოფს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას.

ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა „ოცნების“ ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა, მაგრამ პრობლემის კონსტიტუციურად მოგვარების ნაცვლად საკუთარი თავი შემოგვთავაზა ხელისუფლების მაკონტროლებლის როლში, სხვათა შორის, უკვე მესამედ.

„საბოლოოდ, ივანიშვილმა სამალავიდან გამოსვლა მოახერხა – გამოწვევა მიღებულია“ – გიორგი გახარია

მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, რომც დავიჯეროთ, რომ ივანიშვილს თავისივე „ოცნების“ ძალაუფლების დაბალანსება უნდა, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტს.

შესაბამისად, ლოგიკურად, მის ინტერესშიც უნდა შედიოდეს მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ინსტიტუტების შენარჩუნება.

ამიტომ, მოვუწოდებთ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სახელმწიფოს მეთაურის – პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„ქცევის წესების ცვლილებას სამწუხაროდ, ვერ ვატყობ ვერც რადიკალურ ხელისუფლებას და ვერც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს“ – ანა ბუჩუკური

ეს საკითხი ჩვენ პარტიის საარჩევნო პროგრამის ნაწილშიც გვქონდა, მაგრამ საახალწლო სიურპრიზების შედეგად, ჩვენდა სასიკეთოდ მოხდა ამ პროცესების დაჩქარება.

ეს გამოცდილება არ არის უცხო, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს მოუწია დაებრუნებინათ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი“. – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

„დაუშვებელია, არჩევნების ბედი ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში წყდებოდეს“ – გახარიას პარტია პრეზიდენტს მიმართავს, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის კანონპროექტს ვეტო დაადოს

 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

პოპულალურები