Edison Research ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- ქართული ოცნება – 36.6%
- ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 21.5%
- საქართველოსთვის – 8.8%
- ლელო – 6.7%
- გირჩი/დროა – 5%
- ლეიბორისტული პარტია – 4.7%
- ხალხისთვის – 3.7%
- ალტ-ინფო – 3%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2.9%
- ხალხის ძალა – 2.5%
- მოქალაქეები – 1.7%
- პატრიოტთა ალიანსი – 1.7%
- ევროპული საქართველო – 0.7%
- სხვა – 0.5%
ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 70% თავის პოლიტიკური არჩევანში დარწმუნებულია.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.