LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუშვებელია, არჩევნების ბედი ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში წყდებოდეს“ – გახარიას პარტია პრეზიდენტს მიმართავს, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის კანონპროექტს ვეტო დაადოს

135
გახარია და სალომე

პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში ის ჩართული ის ვეღარ იქნება.

აღნიშნულ საკითხზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ ბრიფინგი პარლამენტში გამართა.

„ეს გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან.. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და 2 ნაბიჯი უკან“ – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე

„დაუშვებელია, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშები, წარმოადგენდეს სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმების მოტივს; დაუშვებელია, არჩევნების ბედი წყდებოდეს ბიძინა ივანიშვილის რომელიმე რეზიდენციაში“, – განაცხადეს პარტიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში – მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

„ჩაიხედოს კონსტიტუციაში“ – „ხალხის ძალის“ რჩევა პრეზიდენტს

 

magti 5g