LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საბაგიროს თანამშრომლის დაჭრისთვის ორი ადამიანი დააკავეს

371
34438c4d-6205-4b82-95b8-82faa2577fa2-GettyImages-899711132

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაგებში საბაგიროს დაცვის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი – ა.მ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული წარსულში ნასამართლევი თ.კ. – ა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული თ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან – ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g