სარბოლო გუნდის Papadakis Racing–ის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს 6 წუთიანი ვიდეორგოლი, სადაც Toyota Supra–მ ექსტრემალური ნახტომი ტრამპლინის მეშვეობით შეასრულა. ავტომობილის დასაშვებად ბალიშის როლი მუყაოსგან დამზადებულმა ყუთებმა შეასრულეს. ჩანაფიქრის მიხედვით, კონსტრუქციას ეს ნახტომი უფრო უსაფრთხო უნდა გაეხადა, თუმცა სპორტქარი დაზიანებებს მაინც ვერ გადაურჩა.
სარეკლამო რგოლის სიუჟეტის მიხედვით, მრბოლელები დამკვეთებთან Toyota Supra–ს პლუსების დემონსტრირებას განიხილავენ. სპეციალისტები აღნიშნავენ სპორტქარის უნარებს დრიფტში, თუმცა ამატებენ იმასაც რომ თანამედროვე მყიდველის მოსაზიდად ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. შემდეგ ექსტრემალები გადაწყვეტენ, რომ კუპესთან ერთად ტრამპლინიდან გადახტნენ.
ტრიუკის შესასრულებლად ინჟინერებმა ააშენეს სპეციალური კონსტრუქცია, საიდანაც „სუპრამ“ დაახლოებით 30 მეტრი იფრინა. თანაც, გადაღებებში სპორტქარის ჩვეულებრივი მოდიფიკაცია მონაწილეობდა, რომელიც 340 ძალის „ექვსიანითაა“ აღჭურვილი.
შედეგად მოდელი კი დაიმტვრა, თუმცა მისი აღდგენა არც თუ ისე რთული იქნება.