LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოეთში ქართულ ატამსა და ვაშლატამაზე მოთხოვნა გაიზარდა

73
atmebi

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18 -ჯერ გაიზარდა. 2021 წლის 1 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 1,636 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1,433 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასი გაზრდილია 7%-ით და 0.88 $/კგ შეადგენს. მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, ძირითადად, რუსეთსა (938 ტონა) და სომხეთში (649 ტონა) განხორციელდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g