ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, უმრავლესობის ფარგლებში მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური წარმოებისას სანქციების გამკაცრების საკითხი განიხილება.
ამასთან, როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საკითხი ჯერ მხოლოდ შიდა საუბრების ეტაპზეა და კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა არ არსებობს.
“საუბარია სასამართლო კორპუსთან მიმართებით დისციპლინარულ წარმოებაზე. უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბოლო პერიოდის განმავლობაში ითხოვენ. ჯერ მხოლოდ საუბარია უმრავლესობის შიგნით. თუ ამას განვითარება ექნება და საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყება, ამის შესახებ პირველი მედია გაიგებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.