LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინების მარაგი არსებობს, ყველა მოქალაქეს, რომელსაც „ასტრაზენეკათი“ პირველი აცრიდან ათი კვირა უსრულდება, ვაქცინაცია ჩაუტარდება: ეზუგბაია

111
sdfh

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ყველა მოქალაქეს, რომელსაც “ასტრაზენეკას” პირველი ვაქცინაციიდან ათი კვირა უსრულდება, აცრა ჩაუტარდება და ამისთვის ქსელში ვაქცინების მარაგი არსებობს.

„ასტრაზენეკაზე“ ვაქცინაცია არ შეწყვეტილა, ამ ვაქცინას აქვს ხანგრძლივი პერიოდი პირველი დოზიდან მეორე დოზით ვაქცინაციამდე, ოთხი კვირიდან 12 კვირამდე, ანუ საკმაოდ დიდი დიაპაზონია. დღეს არსებულ მარაგს ვანაწილებთ ასე, ვისაც ათი კვირა უსრულდება, ასეთ პირებს ვაქცინაცია უტარდებათ. აქედან გამომდინარე, მეათე კვირაზე ვაქცინაცია კარგია, რადგან იმუნური პასუხი ამ დროს არის ძალიან კარგი. მინდა, დავამშვიდო მოქალაქეები, მარაგი არსებობს და ათი კვირა ვისაც შეუსრულდება, ყველა აიცრება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას.

მისივე თქმით, გამტარუნარიანობის მეტად გაზრდისთვის აუცილებელია, რომ სამუშაო საათები გიზარდოს.

ტიკარაძე: ვაქცინაციას კარგი დინამიკა აქვს, უკვე აცრილია 262 ათასზე მეტი მოქალაქე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g