LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟვანიას გადადგომა აუცილებელი იყო, მაგრამ ეს ნაბიჯი ვერ იქნება გარანტი, რომ მომდევნო არჩევნები გამჭვირვალე იქნება: იაგო ხვიჩია

63
57575

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა მოსალოდნელი და ლოგიკური იყო.

„მას რეპუტაციული ზიანი მიადგა და „ქართული ოცნებისთვისაც“ არ იქნებოდა კომფორტული თამარ ჟვანიას პირობებში არჩევნების  ჩატარება.

მისი გადადგომა იმის გარანტი ვერ იქნება, რომ შემდგომი არჩევნები გამჭვირვალე იქნება.

მაგრამ იმისთვის, რომ შემდგომ არჩევნებზე ნაკლები მითქმა-მოთქმა და ნაკლები ვნებათაღელვა იყოს, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო“. – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში იაგო ხვიჩია.

თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ჟვანიას გადადგომა შეწირვად შევაფასოთ, რადგან ოპოზიციის ნაწილი სწორედ ასე აღიქვამს ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას,  ხვიჩია პასუხობს:

„შეწირვა არ ვიცი, რამდენად სწორი სიტყვაა, მგონია, რომ ბოლო არჩევნებმა ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია და ისეთ პროცესებში შევედით 2020 -ის არჩევნების შემდეგ, პასუხისმგებლობა რომ აეღო ცესკოს თავმჯდომარეს, ამაში გასაკვირი არაფერია“. – განმარტა ხვიჩიამ.

იყო თუ არა დაგვიანებული მისი გადადგომა არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ? 

„გასული წლის არჩევნები უკეთესად რომ ჩაგვეტარებინა, უკეთესი იქნებოდა.

ის, რომ ახალ არჩევნებს არ ვატარებთ  ცესკოს ძველი თავმჯდომარის ხელში, ეს ნორმალურია და თუ კარგად ჩავატარებთ არჩევნებს, ე.ი. არ ყოფილა დაგვიანებული. თუ ცუდად  ჩავატარებთ არჩევნებს, ამ შემთხვევაში მის გადადგომას აზრი არ ექნება“. – ამბობს ხვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g