LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიგარქი ვირეშმაკურად თამაშობს – ჩარკვიანი ჟვანიას გადადგომაზე

203
Jvania Tako

თამარ ჟვანია სიტუაციას შესწირეს, კი ბატონო ძალიან კარგია, მაგრამ არ გამოვიდეს ისე, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვალოს, – ასე აფასებს „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი “ცესკოს” თავმჯდომარის გადადგომას.

როგორც „ფორტუნას“ თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი მოთხოვნა არ სრულდება.

„თვითონ ფაქტი, რომ ჟვანია გადადგა, ეს ძალიან კარგია. ეს გვინდოდა ჩვენ და ეს მოთხოვნაა შარლ მიშელის დოკუმენტში. მაგრამ მოდით, სიტუაციას ღრმად ჩავუფიქრდეთ. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერებას ითხოვს ჩვენი მსხვილი პარტნიორი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც იგივე განცხადება გააკეთა.

თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს

შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ რეფორმები უნდა ჩატარდეს.

„ოცნებამ“ სიტუაციას ჟვანია შეწირა, კი ბატონო ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა მოვტყუვდეთ და არ გამოვიდეს ისე, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. უვადოდ გამწესებული მოსამართლეების შემთხვევაში, რა არჩევნები უნდა ჩატარდეს? თუკი სასამართლოს კლანი იქნება, დემოკრატიული არჩევნები როგორ ჩატარდება?

ვინც არ უნდა შეცვალოს თამარ ჟვანია, ის ვერაფრით  იქნება გარანტი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების. ახლა მხოლოდ ამ თემაზე არ უნდა გადავერთოთ, უმთავრესი არის, რომ მოსამართლეების თემა არ დავივიწყოთ,- აცხადებს თაკო ჩარკვიანი „ფორტუნასთან“.

კითხვაზე, ვის ხედავს ჟვანიას შემცვლელად, ჩარკვიანი პასუხობს, რომ დღეს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია.

„ამ წამს ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. თუკი დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ოპოზიცია ერთ კანდიდატზე უნდა შევჩერდეთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ. ამან არ უნდა გადაგვიყოლოს. გამარჯვებად არ უნდა ჩავთვალოთ ეს ამბავი, იმიტომ რომ ჟვანია არ იქნება, სხვა იქნება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. 

ოლიგარქი ძალიან ეშმაკურად თამაშობს. კახეთში არსებობს გამონათქვამი ვირეშმაკურად თამაშობსო...  პარალელურად ხდება მოსამართლეების უვადოდ გამწესება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“. – ამბობს ჩარკვიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g