ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესის შეფერხების საკითხს იკვლევს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, ჯაკო უგრეხელიძის განცხადებით, ვაქცინების შესანახ მაცივარში “პატარა ტემპერატურული გადახრა დაფიქსირდა”, რის შემდეგადაც ვაქცინის 700-ზე მეტი დოზა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გადაიტანეს.
როგორც ის აღნიშნავს, ვაქცინებს პრობლემა არ შექმნია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად გადატანილი დოზების გამოყენება შესაძლებელია.
„როგორც კი დაფიქსირდა გარკვეული პატარა გადახრა ტემპერატურული რეჟიმიდან, ამოღებული იქნა ეს ვაქცინები და გადატანილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად.
ვაქცინებს პრობლემა არ შექმნიათ და შეიძლება მათი სრულად გამოყენება”, – განაცხადა კლინიკის დირექტორის მოადგილემ, ჯაკო უგრეხელიძემ.
შეგახსენებთ, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე კლინიკაში შეფერხდა.