LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ქანებს ჭრიან, მეწყერსაშიშ პირობებს ქმნიან – ფაქტობრივად, მის ჩასახვასა და განვითარებას ხელს უწყობენ: თეა გოდოლაძე ლისი-მუხათწყაროს გზის მეწყრულ პროცესებზე

74
ლისი-მუხათწყაროს მეწყრული პროცესები

„აქაც იგივე პრობლემაა, რაც ვაშლიჯვრის შემთხვევაში – დაშრევების, გეოლოგიურად რთული სტრუქტურებია, ჩარევა კი გზის მშენებლობის გამოა მომხდარი და შესაბამისად, როდესაც ამ ქანებს ჭრიან, მეწყერსაშიშ პირობებს ქმნიან და ფაქტობრივად, მეწყრის ჩასახვასა და განვითარებას ხელს უწყობენ,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ გეოლოგმა, თეა გოდოლაძემ ლისი-მუხათწყაროს გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარებასთან  დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ნაფეტვრები-ლისის დამაკავშირებელი გზაზე, სავარაუდოდ, მეწყრის ნიშნები ადრეც იყო და ყურადღება არავინ მიაქცია.

როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა გვითხრა, მართალია, ამ ზონას იმხელა მასშტაბი არ აქვს, რამხელაც ვაშლიჯვრი მეწყერსშაშიში ზონის შემთხვევაშია, თუმცა, მზად არის იმისთვის, რომ ჩამოწვეს.

„რაც შეეხება საშიშროებას, თუ გზაზე ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩაკეტავს და შესაბამისად, იქ ყოფნის შემთხვევაში, ადამიანებსაც დააზიანებს, ამიტომ თუ გზის გახსნას ვაპირებთ, გარკვეული პრევენციული ზომები მისაღებია.

ადგილზე ამჟამად არავინ ყოფილა, ამიტომ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი პირები. ტერიტორია მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობაში შედის და არა თბილისის,“ – აღნიშნა გოდოლაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ლისი-მუხათწყაროს გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა. შემთხვევის გამო გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

magti 5g