“ვაღიაროთ, რომ ეს არ არის ვაქცინაცია, ეს არის ვაქცინაციის ილუზია, როდესაც მილიონ ნახევარ ვაქცინას ჩამოიტანენ, მაშინ დაიწყება ვაქცინაციის კამპანია”, – ასე ეხმაურება პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის პროცესს.
“ფაიზერით” ავიცერი, ნიახური ხომ არ ვარ, მეორეჯერ მოვიდე: გიორგი ფხაკაძე
როგორც გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, დღესდღეობით პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო ვაქცინა და წამალი – სამედიცინო პირბადეა.
“როდესაც ისრაელში მოიხსნა შეზღუდვები, ჩემს მეგობრებს მთავრობაში ვეუბნებოდი, რომ ნუ ჩქარობთ, მაგრამ იქ არჩევნები იყო და ძალიან სწრაფად გააკეთეს ვაქცინაცია, რაც ეფექტური აღმოჩნდა.
შემდეგ დაინახეს, რომ 100%-იანი დაცვა არცერთ ვაქცინას აქვს. “ფაიზერს” აქვს 88% ანუ 100 ადამიანიდან, ვინც აიცრა, 88 ადამიანი იქნება დაცული, დანარჩენი არის საშიში.
გიორგი ფხაკაძე: ბავშვებმა 2 წლიდან უნდა გამოიყენონ პირბადეები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი
დელტა ვირუსი აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს, - განაცხადა "ფორტუნას" ეთერში გიორგი ფხაკაძემ.
მე არცერთი პოლიტიკური პარტიის არც მომხრე ვარ და არც წინააღმდეგი. მესმის მაგათ თავისი გაჭირვება აქვთ, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი არის სამედიცინო პირბადე. ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს.
მე წამოვიწყე კამპანია, მაგრამ სხვათაშორის, თქვენი და თქვენი მსმენელების დახმარებით, შევძელით, რომ ჩვენ გვაქვს ეს სამედიცინო პირბადე ქვეყანაში ძალიან დაბალ ფასში და მაღალ ხარისხში.
უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენ გაიკეთეთ ერთი დოზა, ორი, ჩინური თუ “ფაიზერი”, ამას არ აქვს მნიშვნელობა, გთხოვთ, გაიკეთოთ პირბადე.
რა თქმა უნდა, როდესაც ხართ ტყეში არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ სადაც ხედავთ, რომ არის ხალხის რაოდენობა, ადამიანი არის ორ მეტრზე ახლოს, ჩემი რჩევაა, დაიცავით თქვენი თავი. ეს არის ყველაზე კარგი ვაქცინა და წამალი. სამედიცინო პირბადეზე უკეთესი არაფერი გვაქვს ჯერ-ჯერობით და მომავალში ვნახოთ”.- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” ეთერში.