LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაბაგარი: “5 სხვადასხვა ადგილზე ვიყავით, ყველგან მოგვაგნეს, ასაფეთქებელიც შემოაგდეს, რანაირად…”

69
დსგს

“თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების გამო დღის განმავლობაში ხშირად უწევდათ ადგილის შეცვლა.

თაბაგარის თქმით, ამ ადგილების შესახებ ძალადობრივი აქციის წევრებს არ უნდა სცოდნოდათ.

“5 სხვადასხვა ადგილი გამოვიცვალეთ დღეს. ყველგან რამდენიმე წუთში მოგვადგნენ. ერთ ადგილას რაღაც ასაფეთქებელი შემოაგდეს საერთოდ… რანაირად? სუს-ის და სახელმწიფოს დახმარების გარეშე როგორ მობილიზდებოდა ეს ხალხი ასე ეფექტურად?!” – წერს თაბაგარი “ფეისბუკზე”.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები.

მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში დღეს აღარ ჩატარდება.

ნათია კაპანაძე: ჩვენი ინფორმაციით, 41 ჟურნალისტია დაშავებული, მათ აქვთ სხვადასხვა სახის დაზიანება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები