ცხოველთა უფლებადამცველები პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა, ცხოველების წამების გახშირებული ფაქტები გააპროტესტეს. ბოლო ფაქტი ნაძალადევის რაიონში მოხდა, სადაც ნაწამები და შემდეგ დანაწევრებული ძაღლის ლეკვი იპოვეს. ცხოველთა დამცველები ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან საკუთარი ოთხფეხა მეგობრებთან ერთად მივიდნენ.
მათი განმარტებით, საპროტესტო აქციებს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ ძაღლებზე მოძალადეების მიმართ კანონი არ გამკაცრდება.
„მართლა მაწუხებს ცხოველების ბედი. განსაკუთრებით უპატრონო ცხოველების. ძალიან კარგია მერიის მხრიდან ცხოველთა შეფარება, თუმცა სამწუხაროდ თუ კანონი არ გამკაცრდა ეს შვებას იმ ლეკვებს არ აძლევს ვინც მანიაკების ხელში ვარდებიან,“-განაცხადა მსახიობმა მარიშკა ჯავახაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლოტკინის დასახლებაში ლეკვის დანაწევრების ფაქტზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე, ძაღლზე ძალადობის მუხლით აღძრა.