“აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი” აუტიზმის ეროვნული ცენტრის პროექტის პრეზენტაციას მართავს, სადაც ფონდის საქმიანობის მხადარდამჭერი მედიასაშუალებები – „რუსთავი 2“, „ ტელეკომპანია იმედი“, „ტვ პირველი“, „ტაბულა“ და „რადიო ფორტუნა“, დაჯილდოვდებიან.
ასევე, დაგეგმილია ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების და ცალკეული, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების დაჯილდოვება მადლობის სიგელით.
საღამოს დაესწრებიან ფონდის მხარდამჭერი ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: ქ.თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია „ერნსტ ენდ იანგი“ , „ანაგი“; „NCC’; “ვინოტელი“ და ა.შ.
ასევე, ცნობილი მუსიკოსები და ხელოვანები: თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, დავით ალადაშვილი, ზაალ ჩიქობავა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ა.შ.
ღონისძიება მიმდინარე წლის 27 თებერვალს, 18.00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება.