LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენს უკან დგას მთელი საქართველო, რომელიც გიყურებთ, დამილოცნიხართ: ნონა გაფრინდაშვილი პარალიმპიელებს

363
ნონა გაფრინდაშვილი

ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიაზე სპორტსმენებს წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, სპორტსმენები ღირსეულ გუნდებს წარმოადგენენ, ამიტომ ის დარწმუნებულია, რომ შემართებით და ღირსეულად იბრძოლებენ.

„მოგესალმებით ძვირფასო ოლიმპიელებო, ძვირფასო პარალიმპიელებო, მე მგონი დღეს არის ღირსშესანიშნავი დღე, იმიტომ, რომ დამთავრდა თქვენი ნერვიულობა ოლიმპიადის ჩატარება-არ ჩატარებასთან დაკავშირებით. მე თვითონ სპორტსმენი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ასეთი დიდი ღონისძიება გაუთავებლად გადაიდება. თუმცა თქვენ უფრო დიდი გამოცდა გელით იქ, იმიტომ, რომ პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა და ძალიან შეზღუდულები იქნებით ყველაფერში – თქვენ ამხელა მანძილი უნდა დაფაროთ, ჩაფრინდეთ, უცებ გამოხვიდეთ შეჯიბრზე და დაბრუნდეთ, ეს არის ძალიან სერიოზული გამოცდა თქვენის. მაგრამ თქვენს უკან დგას მთელი საქართველო, რომელიც თქვენ დღეს გიყურებთ, გისურვებთ წარმატებას. დღეს აქ მობრძანებულია მთელი ხელისუფლება, მოსულები არიან ვეტერანი სპორტსმენები და ჩვენ იმედით შემოგყურებთ თქვენ. ღირსეული გუნდი ხართ და თქვენგან ველით სერიოზულ მედლებს. ჩვენ გვაქვს ოლიმპიური დევიზი – „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ და დარწმუნებული ვარ ამ შემართებით იბრძოლებთ და ასე ღირსეულად დაგვიბრუნდებით. დამილოცნიხართ ისე, როგორც გლოცავთ აქ დამსწრე საზოგადოება!“- განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g