დღეს „ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.
„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრის პროცესი კი 12 ივლისს დაიწყება.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციითვე, რეგისტრაცია შეუძლია ყველას პირველი დოზიდან 4 კვირის შემდეგ.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.