მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა. ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.
დემონსტრანტები ხელისუფლებას ხვალ 12:00 საათამდე აძლევენ დროს, რათა მთავრობის წარმომადგენლებმა თანამდებობები დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექვს საათზე აქციას განაახლებენ.
“ვითხოვთ 12 საათამდე სრული შემადგენლობით გადადგომას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, რეგიონებიდან, კიდევ უფრო მეტი მედია. ვიკრიბებით და ველოდებით გადადგომას, მხოლოდ გადადგომას, – მიმართა ნიკა გვარამია აქციის მონაწილეებს.
„ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ალექსანდრე ლაშქარავა სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა – მორიგი ბრიფინგი შსს-ში
ამ გამოძიებით კიდევ უფრო უარესს ამბობენ, მორალური დაცემის ფსკერი გახვრიტეს: მელია შსს-ს განცხადებაზე