LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილისგან, ზედმეტი კეკლუცობა საჭირო არაა – პრემიერი

59
IRAKLI RARIBAsVILI

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავისუფალი მედია განვითარდეს ქვეყანაში. მიუკერძოებელი ჟურნალისტები განვითარდნენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში, მაგრამ მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ. ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო. პირდაპირ ვთქვათ. ოპოზიციური ტელევიზიები, მოსახლეობამ ეს ტელევიზიები ძალიან კარგად იცის, „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. 

შესაბამისად მათი დღის წესრიგი, „ნაცმოძრაობის“ და რევანშისტული და რადიკალური ძალის, დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ აქვთ ერთი მიზანი, როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ისევ ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია. ამას ჩვენ არ დავუშვებთ.

მე მათ მინდა შევახსენო, რომ ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლის, არის არჩევნებში მონაწილეობა.

რამდენიმე არჩევნმები მათ წააგეს. მათკიდევ ერთხელ მოუწევთ წაგება. და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოებულ არჩევნებს,“ – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რუსთაველზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პრემიერს გადადგომისთვის დრო დღეს 12 საათამდე მისცეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დღეს საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ გამართავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g