„ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი დააკავა. ირაკლი აბსანძეს ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა სურდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის უფლება არ მისცეს და განუმარტეს, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ჟურნალისტის დაკავებაზე პირდაპირი დირექტივა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გასცა.