ჟურნალისტი სალომე ასათიანი ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხება და სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ გამოაცხადა შს სამინისტრომ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად შესაძლო ზედოზირება.
„მოკლედ, ჩვენში ძალაუფლების ღერძებს თუ შეეჯახე, თუნდაც ირიბად, შენი საქმის კეთებისას, სახელმწიფოს ყველა აპარატი საკონტროლოს გესვრის და გადაგთელავს. “მოქალაქე”, როგორც ცნება, ჩვენში არ არსებობს, “ადამიანი” მით უმეტეს. “სიკვდილის მიზეზი შეიძლება ზედოზირება ყოფილიყო” — აი, ეს განცხადება, “შეიძლებათი”, მაშინ, როცა არანაირი მიზეზშედეგობრიობა არაა და ვერ იქნება დადგენილი, არის სისტემის უდანაშაულო მსხვერპლზე კიდევ წიხლის მიყოლება. ჯერ რა იცით, რატომ დადგა სიკვდილი? რა იცით, რომ სახის ჩალეწილი ძვლები და ტრავმები არ იყო მიზეზი თუ არა, ფაქტორი მაინც? ან დავუშვათ და რამე მართლაც მიიღო, იქნებ, ეგ ტრავმები ტკიოდა, ფიზიკურიც და სულიერიც?? რანაირად შეიძლება, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მიღებული ასეთი ძლიერი ტრავმის ხელაღებით ჩამოწერა? რა ხარისხის სისასტიკეა, როცა სისტემის მსხვერპლს სიკვდილის მერეც ასე წირავს და ათრევს სახელმწიფო? „ნარკომანი ყოფილა და ღირსი ყოფილა“ -აი, ამ ულმობელ და მდაბალ სენტიმენტზე გათვალეს ყველაფერი. იციან, რომ გაჭრის და იმიტომ“.