კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2021 წლის ივნისში 294.2%-ით გაიზარდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 82.1%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 286.8%-ით გაიზარდა (2021/2020) და 79.8%- ით შემცირდა (2021/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 361.6%-ით გაიზარდა (2021/2020) და 71.7%-ით შემცირდა (2021/2019).
2021 წლის ივნისში, ისრაელიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის მონაცემის დაახლოებით 75% შეადგინა.
რაც შეეხება სასტუმროების ფასებს, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის ივნისში, 2021 წლის მაისთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 8.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 1.7%-ით გაიზარდა.
2021 წლის ივნისში, 2019 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2.8%-ით შემცირდა.
2021 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 243 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივნისში 81 ლარი შეადგინა.
საქართველოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 496 ლარი შეადგინა. ფასები განსხვავებულია რეგიონების მიხედვით… გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 739 ლარი შეადგინა, თბილისში – 644 ლარი, კახეთში – 470 ლარი, ხოლო აჭარაში – 457 ლარი.