გასულ წელს, დასავლური მედია 33 წლის ადელისა და 38 წლის რეპერის, სკეპტას რომანის შესახებ ალაპარაკდა. მართალია ადელი ყოველ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის ახლა მარტოა, თუმცა ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ.
ადელმა ახალ გულისსწორს 16 000-ად შეფასებული სამკაული აჩუქა
სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავები კალიფორნიაში, „პრადას“ მაღაზიაში საყიდლების დროს გადაიღეს. თვითმხილველების თქმით. წყვილი მაღაზიაში 45 წუთი იმყოფებოდა. ადელი რეპერს ტანისამოსის არჩევაში ეხმარებოდა.
„ადელი სკეპტას ფეხსაცმლის არჩევაში ეხმარებოდა, სკეპტა ტანსაცმელს იცვამდა და ადელს რჩევას ეკითხებოდა, ისიც ეუბნებოდა, რომ მას ყველაფერი უხდებოდა“, – აცხადებს ინსაიდერი.