LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელმა ახალ გულისსწორს 16 000-ად შეფასებული სამკაული აჩუქა

165
safe-image

მიმდინარე წელი, 32 წლის ადელისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. პოპ-ვარსკვლავმა წონაში საოცრად დაიკლო, პუტკუნა გოგონასგან აღარაფერი დარჩა, მისი ცნობა ახლა უკვე შეუძლებელია. ტაბლოიდების განცხადებით, ადელმა ეს ახალი სიყვარულის ობიექტისთვის გააკეთა და შედეგიც შესანიშნავია.

ადელი ბიონსეს „ლუქს“ იმეორებს და დაკლებული კილოგრამებით საზოგადოებას კიდევ ერთხელ აოცებს

არტისტის ახალი გულისწორი კი რეპერი, ჯოზეფ ადენუგაა, ფსევდონიმით სკეპტა, მას სულ ცოტა ხნის წინ 38 წელი შეუსრულდა. ადელმაც არ დაიშურა თანხა და მას იუბილეზე 16 000 ფუნტად შეფასებული სამკაული, ოქროს ჯაჭვი აჩუქა. დასავლური პრესა წერს, რომ  წყვილმა ღამე ერთად გაატარა, მეორე დილას კი ადელმა რეპერს სიუპრიზი მოუწყო და ძვირადღირებული საჩუქარი გადასცა.

„ადელი და სკეპტა ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ და ხშრად ხვდებიან, ყველაფერი კარგად მიდის“, – განუცხადა ჟურნალ The Mirror – ს ინსაიდერმა.

შეგახსენებთ, ადელი გასული წლის აპრილში განქორწინდა. მომღერალი და მისი მეუღლე საიმონ კონესკი ერთად 7 წელი ცხოვრობდნენ.

ადელის ახალი რომანი - ვის ხვდება ახლადგანქორწინებული მომღერალი (ფოტო)

ადელის ახალი რჩეული 37 წლის ჯოზეფ ადენუგაა, უფრო ცნობილი მეტსახელით სკეპტა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები