დღეიდან პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვას იწყებს. ორი კანდიდატის საკომიტეტო მოსმენა დღეს იურიდიულ კომიტეტზე იგეგმება.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები არიან, რის გამოც სავარაუდოდ, ისინი სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ.
ოპოზიციის შეფასებით, ვერც გიორგი კალანდარიშვილი და ვერც გიორგი სანტურიანი ცესკოს მიმართ ნდობის გაზრდას ვერ შეძლებენ.