LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ქალაქებში ათასობით ადამიანმა „კოვიდპასპორტებთან“ დაკავშირებული წესები გააპროტესტა

297
საფრანგეთი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აგვისტოს თვიდან სავაჭრო მოლებში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა და კინოთეატრებში კოვიდპასპორტების შემოწმება სავალდებულო გახდება, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

ათასობით მოქალაქემ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში: მონპელიეში, მარსელში, პერპინიანში, რუანსა და ტულუზაში დაგეგმილი შეზღუდვები გააპროტესტა.

პოლიციამ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ პარიზსა და ლიონში, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მანამდე დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს პიროტექნიკა დაუშინეს, მექანიკური მიწის სათხრელი მანქანა დაწვეს და ნაგვის ურნები წააქციეს.

ცნობისთვის, კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მაკრონის გეგმა დისკრიმინაციულია იმ ადამიანების წინააღმდეგ,  რომლებსაც COVID-19-ის აცრის გაკეთება არ სურთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g