LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონკურენცია გეხმარებათ შექმნათ უფრო ძლიერი ბიზნესი“ – FM ქოუჩი

11
gvancamikujadze

გადაცემის ლაივი LIVE

რა ხდება ქართულ ბაზარზე კონკურენციის თვალსაზრისით – გადაცემის “FM ქოუჩი სტუმარიააიტექნიქსის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გვანცა მიქუჭაძე.

რა ხდება ქართულ ბაზარზე კონკურენციის თვალსაზრისით?

შემიძლია ვისაუბრო იმ მიმართულებაზე, რომელშიც მე ვარ. ტექნიკის ბიზნესში საკმაოდ მაღალია კონკურენცია. სამწუხაროდ, ძირითადად ხდება ფასებით კონკურირება, რაც მიმაჩნია რომ არ არის სწორი ბიზნესისათვის და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან აზარალებს ბიზნესს. ერთის მხრივ კონკურენტული ფასი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ბიზნესში, თუმცა მეორეს მხრივ მუდმივად დაბალი ფასით ოპერირება იწვევს როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების ხარისხის შემცირებას. ეს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა ჩვენს სფეროში. როცა კომპანია მხოლოდ დაბალ ფასზე აპელირებს, ჩემი აზრით, მას ვერ ექნება გრძელვადიანი მიზნები. ასეთ დროს კომპანიები კორპორატიულ კულტურას, მენეჯმენტს ვერ ახორციელებენ და რჩებათ მხოლოდ ფასებით კონკურირება.

რა მეთოდები არსებობს ჯანსაღი კონკურენციის დროს?

ალბათ აქ უმთავრესია იპოვო შენი ნიშა, მოახდინო საკუთარი ძლიერი მხარეების ისე წარმოჩენა, რომ გახდე “უკონკურენტო” და შექმნა მომხმარებლისთვის უნიკალური გამოცდილება მომსახურების მხრივ, რაც გამოიწვევს გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნას მომხმარებელს და კომპანიას შორის.

როგორ ხდება თავის დამკვიდრება ბაზარზე და შემდეგ ნიშის შენარჩუნება?

ნამდვილად არ არის მარტივი შექმნა შენი ნიშა და მერე შეინარჩუნო ის. ჩვენი ნიშა იყო და არის ხარისხიანი ტექნიკა კონკურენტულ ფასად. ამ ნიშისთვის არასოდეს გადაგვიხვევია, მიუხედავად ძალიან არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა ბაზარზე რაც ხდებოდა ჩვენს ბიზნესში. განსაკუთრებით 2013-2014 წლებში. ეს იყო ურთულესი პერიოდი. ბრძოლა გადარჩენისთვის. მთავარია ყოველ წელს ლოიალური მომხმარებლების რიცხვი იზრდებოდეს. მიმაჩნია, რომ კონკურენცია არა მარტო ბიზნესში, არამედ ნებისმიერი მიმართულებით არის აუცილებელი კომპონენტი იმისთვის, რომ განვითარდე. ეს უბრალოდ აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ არ მოდუნდე და იზრუნო მუდმივად სიახლეების შექმნასა და განვითარებაზე.

როგორი იქნება თქვენი რჩევები დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებისთვის?

არ შეგეშინდეთ კონკურენციის, პირიქით გამოიყენოთ კონკურენტების არსებობა იმისთვის, რომ შექმნათ უფრო დიდი და ძლიერი ბიზნესი. და ყველაზე მთავარი, გიყვარდეთ საქმე, რომელსაც აკეთებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები