LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს და ახალს ველოდები: ლადო აფხაზავა

706
1

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავა “ბათუმელებთან” თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და პრემიერ-მინისტრზეც საუბრობს.

აფხაზავა ამბობს, რომ ელოდება ახალ პრემიერს, რომელიც უფრო დაამშვიდებს სიტუაციას და რომლისთვისაც მთავარი ადამიანების სიყვარული იქნება.

როგორც აფხაზავა აღნიშნავს, ფიქრობს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი არ ჰყავს და ელოდება:

“მე ველოდები ახალ პრემიერს, რომელიც უფრო დაამშვიდებს სიტუაციას, რომლისთვისაც მთავარი იქნება ადამიანების სიყვარული და თუ ქრისტიანი იქნება – ღმერთის სიყვარული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს და ველოდები.

ჩვენ გვჭირდება პრემიერი, რომელსაც ექნება ადამიანური ღირებულებები. შეეშალოს თუნდაც საუბარში, თუნდაც ქოხში ცხოვრობდეს, ოღონდ ადამიანებზე იზრუნოს. ასეთ პრემიერს ველოდები.” – ამბობს ლადო აფხაზავა.

როგორც მასწავლებელი ფიქრობს, მან, ვინც გადაამეტა, უნდა დაისაჯოს, იფიქროს და მოინანიოს. ამასთან, აღნიშნავს, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, იქ სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ და ამ ძალადობრივი მუხტით ივსებოდნენ. “რაღაცნაირად, პრევენციის გზებზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, რადგან ძალიან ბევრი მოძალადე ახალგაზრდა ვნახეთ.” – ამბობს აფხაზავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g